დღეს, 2024 წლის 25 აპრილს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-4 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის დამტკიცების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანი №1-ის მიმდებარედ არსებული 495.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.1030) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გრიგოლ კოკაიას ხეივანში მდებარე 931.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.949) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩა N12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.705) განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის მე-3 სართულზე არსებული 131.05 კვ.მ. ფართის სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსთვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილებისთვის) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე მდებარე უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
7.გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებაზე თანხმობის მისაღებად, საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
8. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა რვა განკარგულება.