ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღებას იწყებს.
პრიორიტეტის დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად ითვლება.
პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობას.
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას და წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. თუ გაქვთ ინიციატივა/წონადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით – შეავსეთ აპლიკაცია!
წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0(493) 22 12 95 ან მოგვწერეთ info.poti@poti.gov.ge