2024 წლის 28 მაისს ,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგის პროექტი:
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- 2024 წლის 25 აპრილიდან, დარეჯან ცხვიტარიას, სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობიდან გასვლისა და კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.
- 2024 წლის 25 აპრილიდან, პაატა ჩაგანავას, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობიდან გასვლისა და კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.
მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია
Beydağ Escort
Bornova Escort
Buca Escort