რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაამზადონ 26 მაისის სამახსოვრო პასპორტი; ნახონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველების ტექნიკა და სამუშაო აღჭურვილობა; ეწვიონ კიბერთამაშების სივრცეს.
17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს ანსამბლი „დიდგორი“.
17:45 საათზე დაიწყება დასკვნითი კონცერტი,სადაც მონაწილეობენ ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“. ღონისძიების წამყვანი – ჯანო იზორია.
ფოთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობს.
გელით, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!