კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია.
სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნაპირაღდგენითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.