ქალაქ ფოთში, განახლებადი ენერგიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პერსპექტივები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება საქართველოსთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული დარგი.
ასევე, საუბარი იყო სემეკის ნეტო აღრიცხვის დადგენილების შესახებ, რომელიც იდეალური შესაძლებლობა არის კერძო და საჯარო სექტორისთვის ეფექტიანად და მოქნილად ჩაერთონ ელექტროენერგიის მიკროგენერაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი , საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების განვითარების მენეჯერი ედიშერ ჯობავა და კომპანია “ომ ენერჯის” მმართველი პარტნიორი ირაკლი უბილავა.