2024 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ
იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი № 5
- განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში,
კუნძულის უბანში, ბულვარში მდებარე, 04.01.13.373 საკადასტრო კოდით
რეგისტრირებული 258.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთიდან, 48.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 3
(სამი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით
თანხმობის მიცემის შესახებ“. - განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალზე მდებარე
(კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გადაკვეთასთან) გარე განათების
ბოძის ნაწილის სსიპ კოლეჯი ,,ფაზისისათვის“ თხოვების ფორმით,
მონათხოვრის არსებობის ვადით, უსასყიდლოდ სარგებლობაში
გადაცემასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“. - განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა
და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30
განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა