2024 წლის 28 მაისს ,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგის პროექტი:
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების,
წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“. - „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო
ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017
წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. - 2024 წლის 25 აპრილიდან, დარეჯან ცხვიტარიას, სივრცით – ტერიტორიული
დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობიდან გასვლისა და
კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ. - 2024 წლის 25 აპრილიდან, პაატა ჩაგანავას, ქონების მართვისა და ბუნებრივი
რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობიდან გასვლისა და კომისიის წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია