ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისით სარგებლობდნენ 2021 წლიდან. თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა ბომონდმა, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.
აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მყისიერად ჩაერთნენ და მეორე დღესვე პაციენტებს ადგილზე გააცნეს კონკრეტული გადაწყვეტილება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში პაციენტები კვლავ შეძლებენ სერვისი მიიღონ ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად. მანამდე კი უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია სრულად აანაზღაურებს.
ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.