2024 წლის 27 ივნისს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომის
დღის წესრიგი:
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის ანგარიშის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ.
7.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
8.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება- რაგბის სასპორტო სკოლის (ს/ნ 215136779 ) და ა(ა)იპ სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერების (ს/ნ 404425369 ) შერწყმისა და ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება- რაგბის სასპორტო სკოლის (ს/ნ 215136779 ) სახელწოდების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.