2024 წლის 25 ივნისს,14:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი
- დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2023 წლის 18 დეკემბრის N14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
- განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის
ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან
გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ“.
- დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი
ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
- ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 5 თვის
შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების
ხარჯვის მდგომარეობის შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის
2024 წლის 5 თვის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ
გადახდებზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე
თემური დუნდუა
.
Escort