2024 წლის 26 ივნისს ,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგის პროექტი:
1. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
2. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება- რაგბის სასპორტო სკოლის (ს/ნ 215136779 ) და ა(ა)იპ სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერების (ს/ნ 404425369 ) შერწყმისა და ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება- რაგბის სასპორტო სკოლის (ს/ნ 215136779 ) სახელწოდების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია