ქალაქ ფოთს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი ეწვია.
შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ ფოთის პრიორიტეტები, ტურისტული პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობები. გაჟღერდა სამომავლო თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის, ქართველი და ებრაელი ხალხის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.
ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, დავით კვიციანმა ელჩს ქალაქის ისტორია, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
დაიგეგმა თანამშრომლობა საგანამანათლებლო, კულტურული და ინოვაციური პროექტების მიმართულებით.
ჰადას მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შუწყოს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ფოთის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი, მერის მოასგილე მამუკა პაპასკირი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გვანცა გვაძაბია ესწრებოდნენ.
აღსანიშანავია, რომ ქალაქი ფოთი 2015 წლიდან დამეგობრებულია ისრაელის ქალაქ კირიათ-იამთან.