ქალაქ ფოთში საერთაშორისო პლენერი “პალიტრა ფოთი 2024” გაიხსნა.
პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომლებიც სამხატვრო სასწავლებლის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.
საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მესამედ იმართება. მისი მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშავონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და გაეცნონ თანამედროვე მხატვრობის უახლეს ტენდენციებს.
პლენერის მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.