ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ახალ გენერალურ დირექტორთან ქრისტიან რიოდერთან, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც უკავშირდება საზღვაო სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ “ეიპიემ ტერმინალს ფოთი” გეგმავს პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. აღნიშნული სკითხი კი გააძლიერებს თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ ჩვენი ქალაქისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.