ფოთში აფროსნობის ტრადიციის გასაგრძელებლად და განსავითარებლად მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება.
აფროსანთა კლუბი ნავსადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც 20-მდე მოზარდი სრულიად უფასოდ ეუფლება სპორტის ამ სახეობას. ფოთელი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ შეჯიბრებებში,ასევე საერთაშორისო ტურნირებში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთს” შორის თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება აფროსნობის ინფრასტრუქტურის გადმოტანა საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან კუნძულის სანაპიროზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიზანია, ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის მიმართ ინტერესის გაზრდასა და სპორტული ტურიზმის რუკაზე ადგილის დამკვიდრებას.