ფოთში, XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი -2024″ გაიმართა.
წელს ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის,14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.
ფესტვალის მთავარი – A ღია ტურნირის გამარჯვებული გიგა ყუფარაძე გახდა.
წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა:
შოთა ჭყონია – E ღია ტურნირის გამარჯვებული გახდა;
ლიზი სარიშვილი – E ღია ტურნირი, ქალთა კატეგორიაში I ადგილის მფლობელი;
დიანა ლომაია – A ღია ტურნირი, ქალთა კატეგორია – II ადგილის მფლობელი; I ღია ბლიც
ტურნირი – საუკეთესო შედეგი ქალთა შორის;
თოფურია სანდრო – 8 წლამდე ჭაბუკები, II ადგილის მფლობელი;
ნინო ლიპარტია – D ღია ტურნირი, ქალთა კატეგორიაში II ადგილის მფლობელი;
ნინო შურღულაია – 10 წლამდე გოგონები – III ადგილის მფლობელი გახდა .
აღსანიშნავია, გასულ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს გამორჩეული მასწავლებელის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალის აქტიური მონაწილის ,, გიორგი გამზარდიას თასი”.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორიაქ ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”. ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.