2024 წლის 31 ივლისს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომის
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ქუჩაზე მდებარე 241.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.730) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი №26-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 89.09 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.10.017.01.513) შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 132.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.361) შპს „სოიასტარისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 24.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.1028) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
7. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზურაბ სარსანიას ქუჩა №46-ში მდებარე 7953.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.04.135) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.