2024 წლის 16 აგვისტოს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-8 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-8 სხდომის
დღის წესრიგი:
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის
უფროსის ანგარიშის შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას
ხეივანში მდებარე 198.00 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.075) სახელმწიფოსათვის
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
4,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
5.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6.ASSOCIATION CENTRE FOR SOCIAL INNOVATIONS BLINK 42-21 SKOPJE
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის
მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით
მიმართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის
შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.