ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება მნიშვნელოვანი დატვირთვის 10 ქუჩაზე.
ჯამში, 17 კმ-ზე მეტი სიგრძის გზის მონაკვეთზე, დაიგება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროცესში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ჩვენს ქალაქში კიდევ 2 მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება: წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე ხორციელდება ახალი ჭაბურღილების, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. ამ პროექტების დასრულების შემდგომ ფოთის მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება/წყალარინების სისტემით.
განსაკუთრებული მადლობა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ხახუბიას საკითხის მხარდაჭერისათვის.
ასევე, მადლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის