2024 წლის 15 აგვისტოს,11:30 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ
იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №8
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის
გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,
2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ - განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანში მდებარე 198.00 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.075) სახელმწიფოსათვის
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“. - განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების
შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის
N12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა







