დღეს, 2024 წლის 16 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-8 სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას, სპორტსმენების მიერ, პარიზის
ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები და მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ
მიულოცა და ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის
თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური ჩემპიონების წმინდა გიორგის
სახელობის გამარჯვების ორდენზე, ხოლო პრიზიორების- ღირსების ორდენზე
წარდგინებისათვის მადლობა გადაუხადა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანში მდებარე 198.00 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.075) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
4. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6.ASSOCIATION CENTRE FOR SOCIAL INNOVATIONS BLINK 42-21 SKOPJE ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და ხუთი განკარგულება.