ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ქალ მეწარმეებს შეხვდა და მათ კონკურსში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით, გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობა.