ქალაქ ფოთის საიალქნო კლუბში, 18-26 აგვისტოს ჩატარდა ,,ფოთის ღია პირველობა 2024“ აფროსნობაში
რეგატაში – თბილისის, ბათუმისა და ფოთის საიალქნო კლუბებიდან 50-მდე აფროსანი იღებდა მონაწილეობას.
ღია პირველობაში გამარჯვებულები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძე დააჯილდოვა.
ჩემპიონატი, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ფოთში დიდი ტრადიციების მქონე საიალქნო სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ მიმართულებით არის სიახლეები და გეგმები იახტკლუბისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, კუნძულის სანაპიროზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც აფროსნობის ასევე ჩვენი ქალაქის განვითარებაზე.