ფოთის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ღია კარის დღე გაიმართა.
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ქალაქიდან გაუსვლელად, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. განსაკუთრებით ისეთ სექტორში, რომელსაც გააჩნია დასაქმების მზარდი პერსპექტივა, მათ შორის, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი როგორც თეორიული განათლების, ისე პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ყველა ფოთელ სტუდენტს რომელიც ჩააბარებს ფოთის საზღვაო აკადემიაში, სწავლის საფასურის 50 % დაუფინანსდება. ხოლო ის ახალგაზრდები რომლებიც შერჩეული იქნებიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის, საზღვარგარეთ სწავლა სრულად აუნაზღაურდებათ.
ფოთის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერაა, შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზარდოს სტუდენტთა რაოდენობა.