ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერს, თამარ მალანიას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკის ტექნოპარკში დაგეგმილი პროექტების შესახებ. ხაზი გაესვა ამ პროექტებში ფოთში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის როლს, რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში.
მხარეებმა საფუძველი ჩაუყარეს ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით ფოთში განხორციელდება ტექნოლოგიური პროექტი.
ასევე, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერმა თამარ მალანიამ შეხვედრა გამართა ფოთელ ახალგაზრდებთან. ტექნოპარკის მიზანია დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.