2024 წლის 26 სექტემბერს ,12:30 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ
იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №9
1. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა N226-ში მდებარე 18249.00 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.711) ნაწილის, 2611.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის
სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.“
2. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გალაკტიონ
ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 313.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.04.997) შპს
„მედლოგ ფოთისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 15
(თხუთმეტი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.“
3. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის
ქუჩა N7-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 10.87 კვ.მ.
არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
04.02.08.241.01.510) (თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,საქართველოს წითელი
ჯვრის საზოგადოებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო
უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“
4. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, დავით
აღმაშენებლის ქუჩა N10-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებული 47.21
კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
04.01.11.181.01.502) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ფოთის
საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,
აუქციონის გარეშე, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა