დღეს, 2024 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-9 სხდომა გაიმართა
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი:
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ანგარიშის შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა №226-ში მდებარე 18249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.711) ნაწილის, 2611.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 313.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.04.997) შპს „მედლოგ ფოთისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N7-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 10.87 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.510) (თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N10-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებული 47.21 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.11.181.01.502) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
8.ქალაქ ფოთის მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
9.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს სხდოაზე მიღებულ იქნა შვიდი განკარგულება და ორი დადგენილება.
Escort