ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა!
უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა ჭიდაობის კომპლექსური სკოლა, კრივის სასპორტო სკოლა, მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და საცურაო კომპლექსი.
ახალი სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, ჰანტელების დაფებს (2.5-დან 12.5 კგ-მდე), ოლიმპიურ ღერძებს და პრესის საწოლებს.
აღნიშნულ სპორტულ სივრცეებში 300-ზე მეტი ფოთელი ახალგაზრდა იღებს სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისს.
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ფოთის მერია განაგრძობს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა ფოთელი ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მიაღწიონ მეტ წარმატებას.