ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის სათამაშო სტადიონზე მინდვრის საფარის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის შესაბამისად, მოედნის ბუნებრივი მწვანე საფარი რულონური სპორტული ბალახით მოეწყობა, სრულად შეიცვლება საფუძველი , სადრენაჟო და საირიგაციო სისტემა.
სამუშაოები საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის UEFA-ს სტანდარტებისა და მოთხოვნების მიხედვით ჩატარდება.
ასევე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება სტადიონის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 203 150 ლარია.
მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარს გიორგი ხახუბიას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის.





