ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა.
ბაზის მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ქალაქ ფოთს ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს ზამთარშიც უწყვეტად შეძლონ ვარჯიში.
ამ ბაზის გახსნა ახალ პერსპექტივას გაუხსნის ფოთს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და ღონისძიებების მასპინძლობაში.
მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩვენ დელეგატს საქართველოს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება.