2024 წლის 29 ოქტომბერს 11:00 საათზე , ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი №10
- განკარგულების პროექტი -,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 11 (თერთმეტი) ერთეული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
3. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე 102.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.15.510) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა
მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12