ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა
და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძესთან და დელეგაციასთან
ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან.
სამუშაო შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგში გაიმართა,სადაც ხელი მოეწერა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მრავალმხრივი თანამშრომლობა,როგორც ტექნოლოგიების და ეკონომიკის, ასევე განათლების და ტურიზმის მიმართულებით.
ქალაქი მიენიანგი ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით. ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა მარშრუტი საქართველოში მიენიანგიდან დაიწყო, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას.
აღსანიშნავია, რომ უკვე 32 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს ჩინეთსა და საქათველოს შორის. ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში. მიმდინარე წელს სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს მიაღწია , რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიჩუანის პროვინციაში ქალაქ მიენიანგის ხელმძღვანელობის მოწვევით კიდევ რამდენიმე დღეს დარჩებიან, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრებიან.
Kemalpaşa Escort
Kınık Escort
Kiraz Escort