2024 წლის 25 ნოემბერს,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს
მე-12 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მე-12 სხდომის
დღის წესრიგი:
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
3.საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული, მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის დირექტორის ანგარიშის შესახებ.
5.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.