ფოთის მუნიციპალიტეტში ,,ეკო-სმარტ“ ქალაქის პორტფელის შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო ხედვებზე, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის მწვანე ტრანსფორმაციას და ენერგოეფექტურობას, დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობისა და ადგილობრივ განვითარებაში მდგრადი, კლიმატგონივრული მიდგომების დამტკიცებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქალაქში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
მწვანე ეკოლოგიური და თანასწორი გარემოს შექმნის მიზნით, შემუშავებული ,,ეკო-სმარტ“ ქალაქის პორტფელი უპასუხებს ქალაქის თანამედროვე გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომი ციფრული მუნიციპალური სერვისების დანერგვას.
შეხვედრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
პროექტი ,,მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება“ ხორციელდება, გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.