გაცნობებთ, რომ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის N11/60 განკარგულების შესაბამისად (იხილეთ განკარგულება), მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რომლითაც უნდა გაუქმდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტის (საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში) პოზიცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის 1062 მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამოქვეყნდა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს -საკრებულოს ვებგვერდზე https://poti.gov.ge/, (იხილეთ პროექტი).
ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტთან ერთად ქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, კერძოდ:
ა) ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12, მე-2 სართული, ელექტრონული ფოსტა: poti.sakrebulo@poti.gov.ge , potisakrebulo@gmail.com , ტელეფონი:0(493) 22 13 86, სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00 საათი, შესვენება: 13:00 – 14:00 საათი).
ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საკრებულოს დადგენილების) მიღების საბოლო ვადაა- არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბერი.
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12, მე-2 სართული, ელექტრონული ფოსტა: poti.sakrebulo@poti.gov.ge, potisakrebulo@gmail.com , ტელეფონი:0(493) 22 13 86 , სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00 საათი, შესვენება: 13:00 – 14:00 საათი).
დ) მოსაზრებების წარდგენის ვადაა- ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან-2024 წლის 25 ნომბრიდან 20 დღე.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს (საკრებულო) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (საკრებულო) . მასზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო(საკრებულო) კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1065 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ამდენად, საკრებულოს განკარგულებით, დადგენილების პროექტების მიღების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ერთი კვირით ადრე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე(მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12) საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაცია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ამასთანავე, ზემოხსენებული ინფორმაცია ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე https://poti.gov.ge/.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას დაინტერესებული მხარე, დაინტერესებულ მხარეს განემარტოს, რომ მას ადმინისტრაციულ წარმოების დროს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები, მოსაზრებები, განაცხადოს აცილება, ჰყავდეს წარმომადგენელი, დაესწროს სხდომებს, გამოვიდეს სიტყვით სხდომებზე და განახორციელოს სხვა ღონისძიებები კანონმდებლობის შესაბამისად.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა
İzmir Escort
Aliağa Escort
Balçova Escort