ახალ აშენებულ N1 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო!
26 მაისის ქუჩაზე მდებარე N1 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 125 აღსაზრდელზე და მოიცავს 5 ჯგუფს. დაწესებულება მუნიციპალიტეტის მიერ სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს. ბაღის ეზოში მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, რაც აღსაზრდელების ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს და მხიარულს გახდის.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად გააგრძელებს პატარებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვას!
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.