2024 წლის 24 დეკემბერს,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მე-13 სხდომა.
დღის წესრიგი:
10 დეკემბერი, 2024 წელი
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან 2025 წელს მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები) მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან 2025 წელს მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების ბიუჯეტით გასათვალისწინებული კაპიტალური (საინვესტიციო) პროექტების შესახებ ინფორმაცია.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
2.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
3.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
4.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
/მომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
7.,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №7-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 367.79 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.514) 54.6 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
8.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ერთ ლოტში გაერთიანებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 6.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.745) და 6.00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.746) არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 79.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.09.823) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
10. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2024 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს:ლელა ჩიჩუა – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი/
12.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს:ალექსანდრე ტყებუჩავა – საკრებულოს თავმჯდომარე/
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12. (პირველი სართული, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი).