ფოთის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ჯილდოები მოიპოვა.
მუნიციპალიტეტი სამ ნომინაციაში დააჯილდოვდა:
მუნიციპალიტეტის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ელექტრონული ინვენტარიზაციის მოდულის ,,eproperty” დანერგვისთვის;
იჯარის ელექტრონული მოდულის- „eproperty“ დანერგვისა და პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით განხორციელებისთვის;
საჯარო ფინანსების მართვის საუკეთესო პრაქტიკა ,, PEFA” სტანდარტების შესრულებისთვის.
ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ, ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი ვასილ თოდუა - გივი ერქომაიშვილის სახელობის დამსახურებული ფინანსისტის მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.
ვასილ თოდუას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 46 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის უშუალოდ საფინანსო სამსახურში 15 წელზე მეტი. იგი კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XV ყოველწლიურ კონფერენციაზე გაიმართა.