2024 წლის 19 დეკემბერს ,12:30 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ
იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №12
1. განკარგულების პროექტი -,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის
გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,
2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მემედ
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 79.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.09.823)
ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით
იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
3. განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, 26 მაისის
ქუჩა N7-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 367.79 კვ.მ.
არასაცხოვრებელი ფართიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
04.02.08.241.01.514) 54.6 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სსიპ ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,
აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
4. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ერთ ლოტში
გაერთიანებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 6.00 კვ.მ.
(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.745) და 6.00 კვ.მ. (მიწის
(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.746) არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის
უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით
თანხმობის მიცემის შესახებ“.
5. განკარგულების პროექტი -„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ნიკო
ნიკოლაძის სანაპიროზე მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი 04.01.10.841) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის
უფლებით 30 (ოცდაათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
6. დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის 2025 წლის სამუშაო გეგმა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა