8 დეკემბერს, ფოთში, 13:00 საათიდან გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!
13:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; კვებისა და ცხელი სასმელის კუთხეები; თოვლის ბაბუას კუთხე და საჩუქრები ბავშვებისთვის;
13:00 -19:00 – თემატური ფოტოზონა და საახალწლო ინსტალაციები, საბავშვო სახელოსნო: სათამაშოების, ხელნაკეთი ნივთების დამზადება;
13:00 – ორკესტრის, მაკნატუნების და ანიმაციური გმირების მსვლელობა;
13:30 -15:45 -ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
16:45 – 17:15 -ორკესტრის, მაკნატუნების და ანიმაციური გმირების მსვლელობა;
18:00 საათიდან ბენდი ,,რეზო და ბავშვები” , ,, მასტერი”, ანსამბლი “ჰერიო”;
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.