12 თებერვალს, ფოთში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ ხობის რაიონის, სოფელი ყულევში, ტერმინალზე დასაქმების მიზნით იწვევს, როგორც გამოცდილ კადრებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია დაეუფლონ ახალ, ტექნიკურ უნარებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში, სადაც გაიმართება „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას არსებული და სამომავლო ვაკანსიების შესახებ.
ვაკანსიების ჩამონათვალი:
• ინჟინრები
• ელექტრიკოსები
• ოპერატორები
• შემდუღებლები
• მენეჯერები
• საწარმოო დანადგარების მემანქანეები
• და სხვა ტექნიკური სპეციალისტები!
კომპანია „ბლექსი პეტროლიუმი“ უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას.
ქალაქ ფოთში დასაქმების ფორუმს ორგანიზებას უწევს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, კომპანია ,,ბლექსი პეტროლიუმის” ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერსულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ ერთობლივ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს.
დასაქმების ფორუმი გაიმართება ფოთის საზღვაო აკადემიის შენობაში
მის: წმინდა გიორგის ქუჩა N24.