2025 წლის 26 თებერვალს 13:00 საათზე , ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი №2
განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N6-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.17.514) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი
სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,
აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის
მიცემის შესახებ“
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა
მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12