🔵ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
➡️ფალიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაურისა და მტვრის გაფრქვევის მონიტორინგს, სიჩქარის მზომი აპარატებისა და დამატებითი საგზაო მაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს, ღამის საათებში მოძრაობის აკრძალვას მოითხოვენ.
➡️შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
➡️ჯავახიშვილის ქუჩაზე ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თბილისიდან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოიწვევენ, რომლებიც ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
იგეგმება ფოთში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლა, რომელიც ტერმინალების მუშაობის გარემოზე ზემოქმედებას შეისწავლის.
➡️საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი ნიშნების მონტაჟს კი ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს.