დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ თანამედროვე ნავსადგურში ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობა და ექსპლუატაცია; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური”; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2020 წლის 28 ივლისი 11:00 საათი. ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ეზო (შავი ზღვის ქუჩა N6)
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ეზოში (ღია სივრცეში). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 30 ივლისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.