🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მუშაობის საჯაროობისა და მოქალაქეთათვის სერვისის მიწოდების ხარისხის ამაღლების მიზნით, განახლდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. მოქმედ ფუნქციებს დაემატა:
➡️ წერილი მერს;
➡️ წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს;
➡️ ელექტრონული პეტიცია;
➡️ სიახლეების გამოწერა;
➡️საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია;
➡️ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმიდნარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ;
➡️ შესაძლებელია ვებ.გვერდზე არსებულ ინფორმაციას გაეცნოთ ინგლისურ ენაზე;
➡️ გააქტიურდა სმს სერვისი;
➡️ საჯარო ინფორმაციის გამარტივებული მოთხოვნის ფორმა;
➡️ საინფორმაციო ბიულეტინი;
➡️ მერიის და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის რეესტრი;
➡️ გამოკითხვა;
➡️ არქივი;
➡️ შესაძლებელია ვებ.გვერდის თარგმნა ინგლისურ ენაზე;
➡️ გააქტიურდა მუნიციპალიტეტის youtube არხები.
🔵ელექტრონული გვერდი მოსახლეობას აწვდის კანონით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას ადგილობრივი მმართველობის მუშაობაზე, განხორციელებულ პროექტებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
🔵ვებ-გვერდი შეიქმნა ევროკავშირის პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
🔵პროექტის საშუალებით მოხდა მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური ელექტრონული მექანიზმების დანერგვა და მათი ინტეგრირება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე