🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმებმა ფოთში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
🔵აქციის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.
🔵35-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმმა და აკადემიურმა პერსონალმა, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ ჩაუტარეს კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, მამოლოგიური და სხვა კვლევები.