🔵მალთაყვის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს.
🔵„უამინდობისა და ძლიერი ღელვის შედეგად ხდება სანაპიროს დანაგვიანება. ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის სერვისების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ სანაპირო ზოლს. ადგილობრივებისთვის და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დასუფთავების სამუშაოები სისტემატიურად გაგრძელდება“ – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.