ℹ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-14 (რიგგარეშე) სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი:
🔷️ ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და გაზრდილი შემოსავლების შესაბამისად დამატებითი თანხები გამოიყო :
🔹️ “კოლხეთის 1913”-ის ბაზის კაპიტალური რემონტისათვის;
🔹️ მინი-სპორტული მოედნების კაპიტალური შეკეთებისათვის; 🔹️ ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისათვის;
🔹️ საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის;
🔹️ გაიზარდა ხარჯები სპორტული და კულტურული ღონისძიებებისათვის.
🔷️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურში შეიქმნა „ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“
🔷️ დამტკიცდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, სადაც აისახა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობები.
🔷️ „ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ მუშათა პერსონალს (მძღოლი, მეეზოვე, შემდუღებელი, ცხოველთა დამჭერი, წყალკანალიზატორი) გაეზარდა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი.
ℹ ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას ჩართულობით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების 382 თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 100-100 ლარით გაეზრდება.
![საკრებულოს სხდომა 18.08.2020](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/117872853_3589104404435847_7257675061655135502_o.jpg)