🔵ფოთის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.
➡️პარკში სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ტერიტორიაზე გადაადგილდება სხვადასხვა სახის ტექნიკა.
➡️მიუხედავად იმისა, რომ პარკის ტერიტორია ჩაკეტილია, დაფიქსირდა ატრაქციონებზე დაჯდომის მიზნით პარკში მოზარდების შესვლის ფაქტები. პარკის ტერიტორიაზე შესვლა საფრთხის შემცველია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და მოარიდოთ ბავშვები პარკის ტერიტორიას.
![ფოთის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/117990533_3386799808042738_4419103375848775625_o.jpg)